ვერანაირი კოალიცია ვერ იქნება, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

ლევან მაჭავარიანი

 "ვერანაირი კოალიცია ვერ იქნება, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციურ კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, მიმდინარე პროცესები საბავშვო ბაღს ჰგავს.

"საბავშვო ბაღია, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ვუყურებთ. ზოგადად, რასაც კოალიციაში ვუყურებთ, ეგეც ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებსაა აცდენილი - კინკლაობა, ლანძღვა, ზიზღის გამომჟღავნება.

ვერანაირი კოალიცია ვერ იქნება, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ. ის უკმაყოფილება, რაც აქვს გვარამიას "ნაცების" მიმართ, ეს ყველაფერიც, რა თქმა უნდა, ხელოვნურია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.