უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ

ჯჯ

 უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ. განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, დაინერგება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალი სისტემა. ბაკალავრიატზე ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტები 3 წელს დაუთმობენ სწავლას, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში 1 წელი. გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-27 სასწავლო წლიდან, ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო გახდება.

პარლამენტი, განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.