დონალდ ტრამპი:ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

დონალს

ინტენსიური ომი გრძელდება უკრაინაში - "ტელეგრაფი" იტყობინება, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმია ყველაზე სწრაფად მიიწევს წინ. ნოემბერში ოკუპანტებმა ტერიტორიის დამატებით 500 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია მოახდინეს, რაც წინა თვის მონაცემებზე ორჯერ მეტია.

გამოცემა, ასევე, წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კი შესუსტებული.

მიმდინარე ომს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი მის სამშვიდობო გეგმას დაეთანხმა, უკრაინის პრეზიდენტს კი ის არც წაუკითხავს. კენედის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის მისი უკრაინელი კოლეგით იმედგაცრუებულია.

"უნდა ვთქვა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. მის ხალხს მოსწონს. მაგრამ მას არა. რუსეთი თანახმაა. იცით, რუსეთს, ალბათ, როცა ამაზე ფიქრობ, მთელი ქვეყანა ურჩევნია. მაგრამ, მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს," - აღნიშნა ტრამპმა.