ავსტრალიაში ტყის ხანძრებს მეხანძრე ემსხვერპლა

jj

 ავსტრალიაში ტყის ხანძრებს მეხანძრე ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, სიდნეის ჩრდილოეთით, ტყის ხანძრის ჩაქრობისას, მეხანძრეს ხე დაეცა.

მედიის ცნობით, შემთხვევა სიდნეიდან ჩრდილოეთით 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბულახდელასთანახლოს მოხდა, 59 წლის მამაკაცს ადგილზე გარდაიცვალა.

ტყის ხანძრებმა ავსტრალიაში ათობით სახლი გაანადგურა. ორშაბათის მდგომარეობით, ახალ სამხრეთ უელსის შტატში 50-ზე ხანძარი 50-ზე მეტ კერაზე მძვინვარებს. ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი რამდენიმე ადგილას ლოკალიზებულია, თუმცა მათ მაცხოვრებლებს გააფრთხილეს, რომ სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ.