მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საკითხავია, ბაიდენის წარმავალ ადმინისტრაციას, ალბათ ყველაზე უარესს აშშ-ის უახლეს ისტორიაში, საქართველოსთვის დამიზნებულ პისტოლეტის მჭიდში კიდევ რამდენი ტყვია დარჩათ, რომ წასვლამდე მჭიდის დაცლა მოასწრონ. წასვლამდე კიდევ გვესვრიან ალბათ! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ანალიტიკოსის განცხადებით, სავიზო შეზღუდვებზე მეტად, საყურადღებოა ის ნაწილი, სადაც რადიკალ მომიტინგეებს "მშვიდობიანებს" უწოდებენ და ხელისუფლებას ამუნათებენ, რაც, საქართველოსთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინებაა.
"საკითხავია, ბაიდენის წარმავალ ადმინისტრაციას, ალბათ ყველაზე უარესს აშშ-ის უახლეს ისტორიაში, საქართველოსთვის დამიზნებულ პისტოლეტის მჭიდში კიდევ რამდენი ტყვია დარჩათ, რომ წასვლამდე მჭიდის დაცლა მოასწრონ. წასვლამდე კიდევ გვესვრიან ალბათ!უკვე მარაზმამდე დასული სავიზო სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების და მოქალაქეების მიმართ, სერიოზულ განხილვასაც აღარ ექვემდებარება. სახდეპის განცხადებაში ის ნაწილია უფრო საყურადღებო, სადაც რადიკალების რადიკალურ მიტინგებს "მშვიდობიანს" რომ უწოდებენ და ურცხვად გვამუნათებენ. აშშ-ში მიტინგის დროს საკმარისია პოლიციელს მომიტინგემ პეტარდა ან ქვა დამიზნებით ესროლოს, ის პოლიციელი გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე იარაღს ამოიღებს და ტყვიას შუბლში ჭედავს. თუ როგორ იცავს თავს და სახელმწიფო შენობებს აშშ-ს პოლიცია, კარგად გამოჩნდა 2021 წელს კაპიტოლიუმზე შეტევის დროს. ჩვენს მიმართ კი განაგრძობენ ორმაგი სტანდარტების გამოყენებას, იმიტომ რომ ისე მიდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ საქართველო მის გეგმებს ვერ დაუმორჩილა და ახლა ბოლოჯერ უნდა შური იძიოს.საქართველოს ხელისუფლებას რა თქმა უნდა სრული უფლება აქვს, სარკისებრი სანქციები შემოიღოს ამერიკელი ჩინოსნების - იგივე ენტონი ბლინკენის, მეთიუ მილერის, და სხვების მიმართ. თუმცა, წინ 20 იანვარია!" - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.