"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლად აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა" - ეკატერინე ტიკარაძე

tikaradze

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. 

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლად აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

მხარს ვუჭერ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ეკატერინე ტიკარაძე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო.

პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.