დონალდ ტრამპი: ირანთან ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ირანთან მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, - ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში ისაუბრა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესის შენელება იმით არის გამოწვეული, რომ თეირანს რთული მომლაპარაკებლები ჰყავს, თუმცა მხარეები კარგ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

„ჩვენ ნელა მივდივართ იმისკენ, რაც გვინდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ირანს რთული მომლაპარაკებლები წარმოადგენენ. ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ“, - განაცხადა ტრამპმა.