13:00 საათიდან მოემზადეთ ლურჯი მთვარის ენერგიისთვის - აანთეთ სანთელი, მოამზადეთ ლურჯი ფერის ნივთები

ლურჯი მთვარე

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„ლურჯი მთვარის ენერგია დღეს, 13:00 საათიდან, აქტიურდება 

დღევანდელი ლურჯი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში ატარებს ძლიერ ენერგიას — თავისუფლების, სიმართლის, გაფართოების და შინაგანი განახლების ენერგიას.
თუ ბოლო პერიოდში:
  გსურთ იღბლის მოზიდვა;
  ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყება;
  საკუთარი ნამდვილი თავის ხელახლა აღმოჩენა;
  გაჩერებული ენერგიების გააქტიურება;
  სამყაროსთვის მნიშვნელოვანი სურვილის ჩაფიქრება;
მაშინ დღეს, 13:00 საათიდან, შეგიძლიათ ნელ-ნელა მოემზადოთ ამ განსაკუთრებული მომენტისთვის.  
შეგიძლიათ:
  აანთოთ სანთელი ან არომატული საკმეველი;
  მოიმზადოთ ლურჯი ფერის ნივთები;
  ივარჯიშოთ მედიტაციაში;
  ჩაიწეროთ თქვენი სურვილები;
  მშვიდ გარემოში ესაუბროთ სამყაროს.
მშვილდოსნის ლურჯი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით ხელსაყრელია :
  ენერგეტიკული ავგაროზების,თილისმების ტარება
მოაქვს სიბრძნე, სიმართლის შეცნობა და სულიერი გზის დანახვა.
  იოგა და მუსიკა:
გეხმარებათ გულწრფელი სიტყვების გამოხატვაში, სურვილების ფორმულირებასა და შემოქმედებითი ძალის გაღვიძებაში.
  ბუნებრივი ქვები:
ბუნებასთან, სიცოცხლის უწყვეტ ნაკადთან და შინაგან ძალასთან კავშირის სიმბოლო.
  სითბოს გაცემა:
აძლიერებს სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების ენერგიას.
  დამცავი ამულეტები:
გაძლევთ გამბედაობას, წინსვლისა და შიშების დაძლევის ძალას.
დღევანდელი ლურჯი მთვარე მხოლოდ სურვილების ჩაფიქრების ღამე არ არის.
ეს არის განსაკუთრებული დრო, როდესაც შესაძლებელია სულის ენერგიის ხელახალი დაბალანსება და სამყაროსთან უფრო ღრმა კავშირის დამყარება.  
ასევე შეგახსენებთ:
უკვე დღეს, 12:00 საათის შემდეგ, დაიწყება ლურჯი მთვარის კურთხევისა და ენერგეტიკული პრაქტიკების ციკლი.
  ამულეტების კურთხევის რიტუალები;
  თილისმა ქვების პოზიტიური ენერგიის გაძლიერების ცერემონიები;
  ენერგეტიკული ნივთების შექმნა;
  სპეციალური რიტუალების მომზადება;
  პროგრამული სანთლების დამზადება;
  კრისტალებისა და სამაჯურების შექმნა;
და ლურჯი მთვარის ენერგიასთან დაკავშირებული სხვა პრაქტიკები.
სრული პროცესი დაახლოებით 12 საათს გაგრძელდება.
  პასუხების გაცემა ეტაპობრივად ხვალ, 12:00 საათის შემდეგ განახლდება.
გმადლობთ გაგებისა და მხარდაჭერისთვის.
და დაე, ამ ღამის ლურჯმა მთვარემ  
თავისი ნაზი შუქით გაანათოს ყოველი სული, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს უკეთესი ცხოვრების შექმნას",- წერს იოსელიანი.