პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა რა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თანახმად, მათ რიგებში, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი გარკვეული პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ისინი ფეხზე დამდგარიყვნენ და დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ ის, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი.ახლა როდესაც დაინახეს, რომ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტიანი გეგმის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია და დაინიცირდა შესაბამისი კანონპროექტი, ნახეს რა, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, გარკვეული პირები მათ რიგებში, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდათ ბიძინა ივანიშვილი, რომ თურმე ის არის ოლიგარქი, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულად ჩამოშორებულია როგორც სახელმწიფო მმართველობას, ისე ქართულ პოლიტიკას. ეს არის ორმაგი სტანდარტი - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.