კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მათი აპრტიის მხარდამჭერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" მადლიერებისა და საკუთარი ვალდებულების ფარგლებში, მზად არის კიდევ უფრო მეტი შემართებით, მხარდამჭერების იმედები გაამართლოს:
"კიდევ ერთხელ უნდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს სახელოვნად გამარჯვება, როგორც ჩვენი ოპონენტებიც იტყოდნენ ხოლმე. მინდა მადლობით დავიწყო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნება" და სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან. მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც ასეთი მასშტაბური ბულინგისა, მხარი დაიჭირეს "ქართულ ოცნებას" - 5 000-მდე ადამიანს განსაკუთრებული მადლობას გადავუხდი.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ და მთელი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უზრუნველყო, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეესრულებინა და უზრუნველყოფილი ყოფილიყო ისეთი გარემო, მათ შორის ცესკოს და სხვადასხვა სამსახურებს, რომელზეც დიდი პასუხისმგებლობა იყო დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის, არჩევნების სწორად ჩატარებისთვის, რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ დღეს, ვერცერთი სადამკვირვებლო მისია, მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესი ტენდენციურობისა, ერთ სიტყვას რეალობასთან შემხებლობაში, სერიოზულ დარღვევასთან მიმართებით ვერ ამბობს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო სწორი, ანალიზზე, საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ჩვენც, შესაბამისად, მადლიერებისა და საკუთარი ვალდებულების ფარგლებში, მზად ვართ კიდევ უფრო მეტი შემართებით მათი იმედები გავამართლოთ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.