„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
თვე-ნახევარში იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მოგვეცემა შესაძლებლობა, ჯანსაღ გარემოში ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში დგას და გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,
მაჭავარიანის თქმით, საქართველო-მერიკის ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მეტწილად დამოკიდებულია სწორედ უკრაინაში ომის დასრულებაზე.
ამავდროულად, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე.
„მეთიუ მილერმა განცხადება ჯერ „ტვიტერზე“ გაავრცელა და შემდეგ წაშალა, თუმცა ისევ დადო, რაც გაუგებარი იყო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ მან სცადა, ცეცხლზე ნავთი დაესხა და საპროტესტო მუხტი აეწია. ამ ადმინისტრაციას დაახლოებით თვე-ნახევარი დარჩა. შესაბამისად, არასერიოზულია ასეთი განცხადებების გაკეთება. ისინი ცდილობენ, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ დონალდ ტრამპს და ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც ერთი კვირის წინ უკრაინას უფლება მისცეს, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული შეიარაღება გამოეყენებინა და ისედაც ტრაგედიაში მყოფ ქვეყანას, კიდევ როგორი ტრაგედია დაატყდა თავს. ამის შემდეგ რუსეთმა რა ტიპის რაკეტები გამოიყენა, ეს ყველაფერი კარგად ვიხილეთ. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, თუ არ ვცდები, 2009 წელს, მიხელ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. სამწუხაროდ, არც უვიზო მიმოსვლა გვქონდა, არც პირდაპირი ფრენები და არც თავისუფალი ვაჭრობა. სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან კარგი მაგალითია ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა. როგორც კი ჩვენ ამ პარტნიორობას ხელი მოვაწერეთ, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები გაიხსნა, ასევე თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. სტრატეგიული პარტნიორობა ასე გვესმის, მაგრამ ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე თვე-ნახევარში იმ პოზიციაზე აღარ იქნება მილერი და არც მისი ადმინისტრაცია, რომელსაც იგი წარმოადგენს, მათთან ძალიან დიდი გავლენა აქვს გლობალური ომის პარტიას, ისევე როგორც, ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატიაზე. ისინი აღარ იქნებიან თვე-ნახევარში. თვე-ნახევარში იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მოგვეცემა შესაძლებლობა, ძალიან ჯანსაღ გარემოში ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში დგას და გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები. დონალდ ტრამპი აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას მყისიერად. იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი და ამერიკის ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მეტწილად დამოკიდებულია სწორედ იმაზე, როდის დასრულდება უკრაინაში ომი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.