ტუსკმა EPP-ის ყრილობაზე მიმიწვია და სიტყვით გამოსვლა შემომთავაზა - სააკაშვილი

mixeil saakashvili

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მან ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტისგან მიიღო.

წერილში დონალდ ტუსკი დაპატიმრებულ ექსპრეზიდენტს მაისის ბოლოს პარტიის ყრილობაზე იწვევს და სიტყვით გამოსვლას სთავაზობს.

„მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.