სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი მოლოდინები იყო სრულიად არარეალისტური, ის საპატიმრო დაწესებულებაშია და ნანობს საკუთარ მოქმედებას - გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რეალობისგან განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა. 

„სააკაშვილი რომ შეცდომაში იყო შეყვანილი, მგონი, ამას ყველა ვხედავთ. ფაქტია, მას სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა და ეს მოლოდინები მას შეუქმნეს მისივე გუნდის წარმომადგენლებმა. ფაქტია, სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი მოლოდინები იყო სრულიად არარეალისტური, ის საპატიმრო დაწესებულებაშია და არ არის გასაკვირი, რომ ის ნანობს მის ასეთ მოქმედებას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სხვა სიახლეები