ავარია ხონში - დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
1763377695
წინასწარი ტექნიკური შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის C 130-ის ჩამოვარდნის მიზეზი სავარაუდოდ ძრავების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet წერს.
მედიასაშუალების ცნობით, აფრენის დროს ძრავების გაუმართაობა არ შეინიშნებოდა, ლაინერმა 7333 მეტრის სიმაღლე აკრიფა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შევიდა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ ოთხძრავიანი თვითმფრინავის მეოთხე ძრავა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა, რამაც თვითმფრინავის მართვა გაართულა, მოხდა სიმაღლის და სიჩქარის მკვეთრი აკრეფა.
თვითმფრინავის მართვის კონტროლის მცდელობისას მეორე ძრავაში მოხდა ზეთის წნევის დარღვევა, რის შედეგადაც ის დაიშალა, რამაც თვითმფრინავის კორპუსი დააზიანა.
თურქული მედიის ცნობით,თვითმფრინავს კუდის ნაწილი მოსძვრა, მეორე ძრავის პროპელერის ნაწილებმა კი ფუზელაჟი გაანგრია და მფრინავების კაბინა შუაზე გახლიჩა.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ავარია ხონში - დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
1763377695
გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს მიმართავს
1763223680