ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აღიარებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია და მისმა დავალებებმა პარტიული რესურსი ამაოდ გახარჯა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გაქცეული ლიდერის ჩამოსვლა არ სურდა, რაც მკაფიოდ ჩანს ვიდეომასალიდან, რომელსაც „ქრონიკა“ ავრცელებს.
"2008 წელს და ოცდაერთი წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო, გესმის? და წამოვიდა ეს რუსეთის ჯარი, გამოვიდა რომ მარტო თავადაზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ.
რატომ მოვიყვანე მაგალითი, ქვეყანას იპყრობდნენ და ქართველმა ჩათვალა - მე რომ შევაკვდე, ამითი რა შეიცვლებაო? სამშობლო მაინც მექნება და ამ მიწას ხომ ვერ წაიღებენო, პლიუს იმან გააგიჟა, ლენინმა, მოვიგეთო, ქარხანა ჩემი იქნება და მიწა ჩემიო. ჩვენ თუ ხალხს ღიად არ დაველაპარაკეთ, ზოგს არ ევასება "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ სხვადასხვანაირი ამომრჩეველია, ზვიად გამსახურდიას რომ ამომრჩეველი ჰყავდა... კაცურად გეუბნებით, ერთპარტიული "ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმუმ ერთი ... თქვენ გიჟები ხართ და ისინი ნორმალურები არიანო. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ბევრნაირი ამომრჩეველი დღეს.
თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“ არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს. ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა. ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.