სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახელმწიფო აკონტროლებს, მისი განცხადებები სპეკულაციაა - ირაკლი ქადაგიშვილი

სააკაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახელმწიფო აკონტროლებს და რაიმე საგანგაშო რომ იყოს, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოა დაინტერესებული რომ ამ თუ ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული",- ამის შესახებ აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

"ასეთი სახის უფლებები, მე არ მგონია, რომ რომელიმე სახელმწიფოში რომელიმე პატიმარს გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები, ძირითადად, არის სპეკულაცია, მიმართული იქითკენ, რომ რამენაირად თავი დაიძვრინოს კანონიერი სასჯელისგან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სახელმწიფო აკონტროლებს და რაიმე საგანგაშო რომ იყოს, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოა დაინტერესებული რომ ამ თუ ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული,"-აცხადებს ქადაგიშვილი.