თუ აქვთ გამოცხადებული კონკურსი, რაც შეიძლება ბევრი განცხადება, რეზოლუცია, ანგარიში მიიღონ საქართველოს წინააღმდეგ, გზა ფართოა - გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გიორგი ჩაკვეტაძე

 ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

მმართველი გუნდის შეფასებით, აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური ფასი არ გააჩნია, თუმცა გაგრძელდება მუშაობა ეროვნული ინტერესების დასაცავად და ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, დოკუმენტების უცვლელი შინაარსი მიუთითებს, რომ რეზოლუციებზე სიღრმისეულად არავინ მუშაობს და წლიდან წლამდე ჩარჩო დოკუმენტის კოპირება ხდება.

"ეს არის ანგარიშის ფორმით მიღებული დოკუმენტი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი და პოლიტიკური ფასი არ აქვს. თუ აქვთ გამოცხადებული კონკურსი, რომ რაც შეიძლება ბევრი განცხადება, რეზოლუცია, ანგარიში მიიღონ საქართველოს წინააღმდეგ, გზა ფართოა. ჩვენ ვაპირებთ დედაქალაქებთან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ვაპირებთ ასოცირების შეთანხმებისთვის ნაკისრი ვალდებულებების 85%-ით შემცირებას იმისთვის, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში წევრობისთვის", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.