წმინდად რუსული პროპაგანდის ნარატივში ეფესბეს სახელმძღვანელოებიდან, რამდენიმე წუთის წინ, შავნოდარის ახალმა რუპორმა, უდუმაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

,,ძალიან კი გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე დაემართოს, მაგრამ ამ ქვეყნის მტრების ჯინაზე, დიდხანს და ჯანმრთელად იქნება,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ჰოსპიტალიზებულია.

„ზალიკო უდუმაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს... ჰოდა გამგები რომ გაიგებს, იმას მივმართავ, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის ჭეშმარიტი მოწაფეები თქვენ გვერდით, ძალიან ახლოს არიან. ფაქტობრივად, სამეგობრო წრეში... ძალიან კი გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე დაემართოს, მაგრამ ამ ქვეყნის მტრების ჯინაზე, დიდხანს და ჯანმრთელად იქნება...” წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.