პეტრეს ტაძარში შესანიშნავი ქართული საგალობელი „შენ ხარ ვენახი", რომ ისმოდა მისი მადლიანი ღვაწლის შედეგია - გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

„დღეს რომ მთელი საქართველო ამაყობდა ის მოვლენა ამ დიდებული მეფის დამსახურებაცაა... დღეს რომ პეტრეს ტაძარში შესანიშნავი ქართული საგალობელი „შენ ხარ ვენახი" ისმოდა მისი მადლიანი ღვაწლის შედეგია... - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

„ის მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი დემეტრე პირველია. ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი ჯემალ სტეფნაძე წერდა: „დემეტრე დავით აღმაშენებლის ვაჟი იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ ოცდაათ წელზე მეტხანს, ღირსეულად უძღვებოდა სახელმწიფოს და მტკიცედ იცავდა მას შინაური თუ გარეშე მტრებისაგან.

მამისა არ იყოს დემეტრეც ნიჭიერი პოეტი იყო, მისი იამბიკოები, განსაკუთრებით კი "შენ ხარ ვენახი" საუკუნეების განმავლობაში ატკბობდა ქართველ მკითხველს, ამიტომ დემეტრე ყურადღებას იპყრობს არა მარტო როგორც სახელმწიფო მოღვაწე, არამედ როგორც პოეტი". დღეს დემეტრე მეფემ საუკუნეთა სიღრმიდან მთელ მსოფლიოს მადლიანი ქართული სიტყვა გააოგნა, სწორედ ამას ჰქვია უკვდავება.... ფოტოზე დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის სცენა. მაცხვარიშის ტაძრის ფრესკა,“ - წერს გიორგი კალანდია.