1727954655
წინასაარჩევნოდ ზურაბ ჯაფარიძე რომ ამერიკაში დადის და მე რეგიონებში, აჩვენებს, ვინ საიდან ელოდება ლეგიტიმაციას, მე ხალხისგან ველოდები, ის - უცხოეთისგან - გურამ მაჭარაშვილი
წინასაარჩევნოდ ზურაბ ჯაფარიძე რომ ამერიკაში დადის და მე რეგიონებში, აჩვენებს, ვინ საიდან ელოდება ლეგიტიმაციას, მე ხალხისგან ველოდები, ის – უცხოეთისგან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ში დადის, რათა ინსტრუქციები მიიღოს, თუ აქ რა სცენარს განავითარებს.
„წინასაარჩევნოდ ზურა ჯაფარიძე რომ ამერიკაში დადის და მე რეგიონებში, იმას აჩვენებს, ვინ საიდან ელოდება ლეგიტიმაციას, მე ხალხისგან ველოდები, ის – უცხოეთისგან. ამერიკაში დადიან, რადგან ინსტრუქციები მიიღონ, აქ რა სცენარებს განავითარებენ. ჩვენ რეგიონებში იმიტომ დავდივართ, რომ საზოგადოებას ვპირდებით მშვიდობას, სტაბილურობას, ტრადიციების შენარჩუნებას, ხოლო ჯაფარიძე და მისნაირები უცხოეთში დადიან და მათ ჰპირდებიან – მეორე ფრონტს, საქართველოს განადგურებას და კაცების გათხოვების დაკანონებას.