ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790532171
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ და ფეხბურთელმა და რომან იარემჩუკმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
„იარემჩუკი გამოჯანმრთელდა და ის ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, პრობლემა გვაქვს მიკოლენკოსთან დაკავშირებით - მას წვივის კუნთის მცირე დაზიანება აქვს და ვამჯობინებთ, რომ არ გავრისკოთ. დანარჩენი კი, სათამაშოდ სრულად მზად ვართ.
აქცენტს მხოლოდ სათამაშო სისტემასა თუ ციფრებზე არ გავაკეთებდი. წინა პლანზე ყოველთვის იმ ფეხბურთელების მახასიათებლებს ვაყენებ, რომლებიც განკარგულებაში მყავს და ვცდილობ, მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი მივიღო. შესაბამისად, შეიძლება ვითამაშოთ ერთი გამთამაშებლით (ათიანით), ერთი ან ორი თავდამსხმელით - ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უმთავრესი ის მზაობა და მონდომებაა, რომელსაც ბიჭები მოედანზე გასვლისას აჩვენებენ.
ხვალ ტრუბინი ითამაშებს. უკვე მქონდა საუბარი მეკარეებთან და ეს შეთანხმებული იყო. პირველი მატჩი რიზნიკს უნდა ეთამაშა, ხოლო მეორე - ტრუბინს.
რა თქმა უნდა, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. მათ ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენეს თავიანთი დონე, განსაკუთრებით თავდასხმის ხაზში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რომ წინა თამაშში ბურთს ისინი უფრო მეტს ფლობდნენ, ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენც გვქონდა ჩვენი მომენტები და შევძელით მათი რეალიზება. ხვალაც მსგავს, ძალიან რთულ თამაშს ველოდები“, - განაცხადა მალდერამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.