გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სამწუხაროა, როცა უცხო ქვეყნის ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც პირდაპირი ჩარევაა წინასაარჩევნო კამპანიაში.
გორდულაძის თქმით, წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსი ქარდებს ამზადებდეს და ამით საარჩევნო კამპანიაში ერეოდეს.
„როგორც ჩანს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საარჩევნო ბარიერს მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ლახავს და უნდათ, სხვებმაც გადალახონ. ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ წისქვილზე წყალი დაასხან. არ გამოსდით, მაგრამ ამის მცდელობა აქვთ. მარაზმში გადავედით, ქარდების ომი წამოიწყეს. წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსი ქარდებს ამზადებდეს და ამით საარჩევნო კამპანიაში ერეოდეს. ეს ყველაფერი აკრძალულია გაერო-ს წესდებით. საკუთარ თავს არავინ უნდა მისცეს უფლება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ცივილიზებული სამყარო რუსეთს სწორედ ამას ედავება და ისე არ უნდა მოხდეს, რომ იგივე ქმედებები გაიმეოროს“, – განუცხადა არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს.