„უბედურების ზარმა ჩამოჰკრა... ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო...“ - ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
1753473379
ირაკლი ბათიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს.
ირაკლი ბათიაშვილი ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ესთეტიკის და კულტურის ფილოსოფიის კათედრის გამგე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პროფესიულ საქმიანობას ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნების განყოფილებაში განაგრძობს.
ირაკლი ბათიაშვილის თქმით, მისი სამუშაო არეალი იქნება ფილოსოფიის მიმართულება და იმუშავებს, მათ შორის, დასავლური ცივილიზაციის წინაშე არსებულ პრობლემებზე.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, საპატიოა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად არჩევა და მე აქ გავაგრძელებ მუშაობას იმ მიმართულებით, რაზეც მოხსენება გავაკეთე მეცნიერებათა აკადემიაში მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ეს არის ფილოსოფიის მთელი რიგი მიმართულებები და თემები, ფენომენოლოგიის სფერო, ეგზისტენციის ფილოსოფიის სფერო, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას დასავლური ცივილიზაციის წინაშე, ანუ საქმე ეხება კრიზისის იმ უახლეს ფორმებს, რომლებიც მოიტანა 21-ე საუკუნემ დასავლური ცივილიზაციის წინაშე და, რა თქმა უნდა, აქვე დგება ძალიან სერიოზული პრობლება, რა შინაგანი რესურსი გააჩნია ამ ცივილიზაციას, რომ გადალახოს კრიზისის უახლესი ფორმები. ამ მიმართულებით გაგრძელდება ჩემი მუშაობა იმ შესანიშნავ კოლექტივთან ინტერაქციაში, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს საამაყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, ირაკლი ბათიაშვილი არის საზოგადო და ეროვნული მოღვაწე, რომელსაც სამშობლო უყვარს, სამშობლოსთვის იყო თავგანწირული.
„თავის მეგობარს შეეხმიანა, როდესაც უჭირდა საქართველოს, მაგრად იყავითო და ამიტომ დაიჭირეს, შვიდი წელი მიუსაჯეს და კიდევ მეტი უნდოდათ მიესაჯათ, ძლივს დაიხსნა თავი. უაღრესად განათლებული კაცია, ერკვევა ესთეთიკურ სფეროში, გახლავთ პროფესორი, ფილოსოფოსი, რომელიც იკვლევს, რა ხდება დღეს მსოფლიოში. მსოფლიოში ხდება ის, რომ ადამიანი გადაგვარებულია და ეს გადაგვარება დაიწყო ჯერ კიდევ ადრე. ჩვენ შევედით ევროპაში იმიტომ, რომ ქრისტიანული სამყარო იყო, იქ იყვნენ ისეთი ფილოსოფოსები, რომლებსაც აღტაცებით ვკითხულობდით. ასეთი განწყობა გვქონდა და ირაკლი ბათიაშვილი გახლავთ ის, რომელიც ამ განწყობას ქმნიდა საზოგადოებაში. დღესაც თავისი აზროვნებით გამოხატავს იმას, რაც უნდა გამოხატოს – რომ გადაგვარდა კაცობრიობა. დღეს ევროპა გადაგვარებულია, სად მივდივართ, რომელ ევროპაში მივდივართ? ირაკლი ჩემი უმცროსი მეგობარია, ვამაყობ, რომ ჩემი განყოფილების წევრი გახდა, ის გააძლიერებს ჩვენს განყოფილებას, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნების განყოფილებას“, – განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.