ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში, სრულად ამორტიზებული შენობიდან მიმდინარე აღსრულების პროცესს გამოეხმაურა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ თემაზე უკვე ამომწურავი პასუხი გასცა თბილისის მერმა კახა კალაძე.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია არ აშუქებს იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხორციელდება.
„იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყველა სპეკულაციაზე გუშინ ამომწურავად ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ არ მახსენდება, ოპოზიციურ მედიას ერთი რეპორტაჟი მაინც გაეკეთებინოს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
კონკრეტულად, ავარიული ბინების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტმა 2021 წელს დაიწყო, ასევე უსახლკაროთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა - არც ერთი ეს თემა არც ერთ ოპოზიციურ მედიას არ გაუშუქებია, რაც სავალალოა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.