Bloomberg: ზელენსკი სამხედროებისთვის ხელფასის გაზრდის დასაფინანსებლად დახმარებას ევროკავშირს სთხოვს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებისთვის ხელფასის გაზრდის დასაფინანსებლად დახმარებას ევროკავშირს სთხოვს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ზელენსკი ამბობს, რომ თხოვნით მალე მიმართავს ევროპელ ლიდერებს. მისი მიზანია, ჯარში ახალწვეულების ნაკლებობის პრობლემა მოაგვაროს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შეინარჩუნოს.

ზელენსკის თქმით, ადრე ევროპელები უარს ამბობდნენ უკრაინელი სამხედროების დაფინანსებაზე და კიევს მხოლოდ იარაღით ეხმარებოდნენ, თუმცა ახლა უკრაინელებს ჯარში წასასვლელად წახალისება სჭირდებათ.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მობილიზაციის თემა არაპოპულარულია. ზელენსკიმ ფინანსური საკითხი უკვე განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტთან და ნატოს გენერალურ მდივანთან.