ტრამპს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან შეხვედრა სურს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანის ახალ უზენაეს ლიდერს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის შეხვდებოდა.

„როგორც ჩანს, აიათოლასთან ყველაფერი კარგად მიდის. მასთან შეხვედრას ვისურვებდი. შესაძლოა, ოდესმე მას შევხვდე“, - თქვა ტრამპმა ერთ-ერთი პოდკასტის დროს.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულია აგრეთვე უზენაესი ლიდერი. ტრამპის თქმით, საბოლოო ჯამში, ირანის უზენაესი ლიდერი იწონებს ან უარყოფს შეთანხმების ცალკეულ ასპექტებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.

„ირანი უკვე დათანხმდა, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. შესაძლოა, მათ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს დიდი მიღწევაა უკვე“, - განაცხადა ტრამპმა.