ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე, ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, თანაგუნდელ მატვეი საფონოვითან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნის გამო აკრიტიკებს და უკრაინელ ფეხბურთელ ილია ზაბარნისთვის მიბაძვას ურჩევს.
კიკნაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხვიჩა კვარაცხელიას ღირსებას და პრინციპებს და აცხადებს, რომ მხოლოდ გატანილი გოლი მას კარგ ადამიანად ვერ აქცევს.
"კომენტატორმა თქვა, უკრაინელმა ზაბარნიმ რუს მეკარე საფონოვს ხელი არ ჩამოართვა ვარჯიშზეო. აი, ამას ჰქვია ღირსება და პრინციპულობა. ხვიჩა კვარაცხელიამ არათუ ხელი ჩამოართვა, შეახტა და ჩაეხუტა. ხვიჩა, იცი თუ არა, ვინ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ ამოგვიხოცა ამდენი ხალხი? რუსს, პუტინის მეხოტბეს და ფეხქვეშ გამგებს, რანაირად ეხუტები? შენი სამშობლოს ისტორიას ან აწმყოს გაცნობიხარ საერთოდ? ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად. აშკარად არ გსმენია და ზაბარნის ჰკითხე, იქნებ რამე მაინც გასწავლოს.
P.S. აბა, რა საერთოა კვარასა და სეტანტას შორის? დაგუგლული არ აქვს არცერთს სიტყვა ღირსება," - წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.