თენგიზ შარმანაშვილი ლანდსბერგის ვიზიტზე: მის მიტინგებზე გამოსვლას, როცა მას სტატუსი ჰქონდა შედეგი არ გამოუღია და ახლა უსტატუსოდ მისი ვოიაჟი საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებ ეფექტური იქნება

თენგიზ შარმანაშვილი

როდესაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსი ჰქონდა, აქ მიტინგებზე გამოდიოდა და ჩვენ ყველა ამის მომსწრე ვიყავით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ახლა ესკალაციის კონსულტანტის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში მორიგ ვიზიტზე საუბრისას.

„მის მიტინგებზე გამოსვლას, როცა მას სტატუსი ჰქონდა შედეგი არ გამოუღია და ახლა უსტატუსოდ მისი ვოიაჟი საქართველოში კიდევ უფრო ნაკლებ ეფექტური იქნება. ცუდი ის არის, რომ ამ საქმიანობას ისინი აგრძელებენ, „დიფ სთეითი“ ამ თავის აგენტურას და თავის წარმომადგენლებს არ მოასვენებს, ვინაიდან მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები და მათ ბოლომდე უნდა შეასრულონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო მისია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.