რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
ერთ-ერთი საერთაშორისო მედიასაშუალებით გასული საგამოძიებო სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო. ეს ქმნის საფუძველს, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და პასუხები გაეცეს ნებისმიერ კითხვას, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მოწმეების განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„არ აქვს მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, როგორ პანიკაშია ჩავარდნილი „ქართული ოცნების“ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი. ვნახეთ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება. დაადასტურა, რომ ქიმიური ნივთიერებები შერეული იყო წყლის ჭავლში მაშინ, როდესაც ეს აკრძალულია. მან იმ ვარაუდებზე საუბარი დაიწყო, რომ გასარკვევია, რომელი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული. ეს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ იქ რაღაც ისეთი იყო. რაც კანონსაწინააღმდეგო იყო. რამაც ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და კიდევ არ ვიცით. რა შედეგებს გამოიღებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.
ჩვენ ბიუროს უახლოეს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნით. მნიშვნელოვანია, პასუხები გაეცეს თავისუფალი გამოძიებით საერთაშორისო მხრიდან იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაშია და ასეთი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. საერთაშორისო მიმართულებითაც, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიძიოთ ისეთი ფაქტები, რომლებმაც ჩვენს მოსახლეობაზე ასეთი მძიმე შედეგები იქონია. ვინც მხარს არ დაუჭერს ჩვენ მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობაც პერსონალიზირებულად უნდა გადაინაწილოს, რომ მას არ სურს ის, რომ ასეთი მძიმე ფაქტების შესახებ სიმართლე გაირკვეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.