1764784872
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 2025 წლის 5 დეკემბრის სუპერმთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს
2025 წლის 5 დეკემბერს წლის ბოლო სუპერმთვარეა. მთვარე ვენერასთან საპირისპირო პოზიციაშია, რაც მგრძნობელობასა და ემოციურ რეაქციებს აძლიერებს. ამიტომაც, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი იზრდება.
აღნიშნულ პერიოდში, შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა მომატებული გაღიზიანებადობა იგრძნოს, მოვლენების მკაფიოდ აღქმა გართულდეს და მცირე კონფლიქტიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 5 დეკემბერს სავსე მთვარე ტყუპების თანავარსკვლავედში გადადის. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ამ დღეს რადიკალური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ და თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მომდევნო დღეებისთვის გადავდოთ.
ამავდროულად, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 2025 წლის 5 დეკემბრის სუპერმთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს:
კურო
კუროები მომატებულ ემოციურობასა და გაღიზიანებადობას იგრძნობენ. უმჯობესია, თავი აარიდოთ ერთფეროვან დავალებებსა და სიტუაციებს, რამაც შეიძლება კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანებთან კამათი გამოიწვიოს. ფინანსური პრობლემების რისკიც არსებობს. ამიტომ, საკუთარ ფინანსებს გადახედეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერს აკონტროლებთ.
შეადგინეთ პრიორიტეტული საქმეების სია და შეეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სავსე მთვარის გავლენა არა მხოლოდ 5 დეკემბერს, არამედ 5 დეკემბრამდე 2-3 დღით ადრე და 5 დეკემბრიდან კიდევ რამდენიმე დღე იგრძნობა. ამიტომ, ყურადღებით იყავით.
მოთმინება თქვენი მთავარი იარაღი იქნება. შეიძლება, ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ, რომ არსებულ საქმეებზე კონცენტრირება შეძლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
მშვილდოსანი
ტყუპების ნიშანში სავსე მთვარემ შესაძლოა, პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში სირთულეები გამოიწვიოს. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა უკვე დაასრულა, მისი გავლენა კვლავ იგრძნობა. შესაძლოა, გეგმები სწრაფად შეგეცვალოთ ან მოულოდნელად კომუნიკაცია გაწყვიტოთ იმ ადამიანთან, რომელთანაც დიდხნიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. შეეცადეთ, მკაცრ რეაქციებსა და იმპულსურ ქმედებებს თავი მაქსიმალურად აარიდოთ.
ასევე, შეეცადეთ, საკუთარ ემოციებზე გულწრფელად ისაუბროთ. დრო თვითანალიზს დაუთმეთ და განტვირთვაზე აუცილებლად იზრუნეთ. ეს ნეგატიური ფიქრებისა და ემოციების დაძლევაში დაგეხმარებათ.
შესაძლოა, მიმდინარე დღეების განმავლობაში, ფინანსურმა ვალდებულებებმაც თავი შეგახსენოთ და საკითხის მოგვარება დაგჭირდეთ. თუ ამ პერიოდს მაქსიმალურად გააზრებულ გადაწყვეტილებებს დაუთმობთ, პრობლემებს თავიდან აირიდებთ...ვრცლად












