რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
სულ რამდენიმე წუთში, ჯვარი გვწერია და ათეულობით გვამი იქნებოდა, ასეულობით მოწამლული, გადავსებული უნდა ყოფილიყო მიმღები საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები და სტომატოლოგიური განყოფილებები. ელემენტარული კითხვაა, სად არიან ეს ავადმყოფები?!- განაცხადა ტოქსიკოლოგმა თეიმურაზ კობიძემ BBC-ს ფილმთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, კვლევა, რომელზეც ფილმშია საუბარი არ არის ტოქსიკოლოგიური კვლევა, ეს არის ეპიდემიოლოგიური კვლევა.
„ნებისმიერი საბრძოლო-მომწამვლელი ნივთიერების დანიშნულებაა, მოწინააღმდეგე ცოცხალი ძალის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და დროის უსწრაფეს მონაკვეთში მწყობრიდან გამოყვანა. წუთები არის საკმარისი. სულ რამდენიმე წუთში, ჯვარი გვწერია და ათეულობით გვამი იქნებოდა, ასეულობით მოწამლული, გადავსებული უნდა ყოფილიყო მიმღები საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები და სტომატოლოგიური განყოფილებები. ელემენტარული კითხვაა, სად არიან ეს ავადმყოფები?! თუ იყო მოწამვლა, სად წავიდნენ?! ეს ელემენტარული კითხვაა, რომელსაც სტუდენტებს ვუსვამთ. ბოდიში, მაგრამ ეს არის ნონსენსი და არ არის ტოქსიკოლოგიური თემა, თუმცა ამას თავადაც ამბობენ [კვლევის] ავტორები. ეს არ არის ტოქსიკოლოგიური კვლევა, ეს არის ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.
BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
თემასთან დაკავშირებით აქციის მონაწილემ გიორგი რომელაშვილმა ერთ-ერთი არხის ეთერში განაცხადა, რომ „დარბევის მეორე დღეს ფოთლები სხვა შეფერილობის იყო და ქვებიც კი კოროზირდა“.