რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
9 აპრილის მემორიალთან უსამშობლოთა დგომა მხოლოდ სანახაობაზე გათვლილი დავალებაა. მათ რეალურად არ სტკივათ ის, რაც 9 აპრილს მოხდა და არ უხარიათ ის, რაც 9 აპრილმა მოიტანა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მან აღნიშნა, ამ ყოველივეს დასტური 2003 წლიდან დღემდე ოპოზიციის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებია, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი და ანტიზნეობრივია. მისივე თქმით, ამ უსამშობლოთა ბოგინს ძალიან მალე მოეღება ბოლო და მორალურად და პოლიტიკურად უხერხული გახდება მათი რაიმე ფორმით სამშობლოსთან ასოცირება.
"დღეს 9 აპრილია – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე.
დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს.
ეს ბრძოლა იყო და დღესაც არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმისი იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული და თუ ის არის თავისუფლებისთვის.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.
საქართველოში სხვანაირად გათენდა.
საქართველო დღეს იხსენებს საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.
ქართველ ერს დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს თუ როგორ მოიპოვოს თავისუფლება და როგორ დაიცვას მოპოვებული.
ბრძოლის ეს წესები ძალასთან ერთად რწმენასა და ღირსებაზე დგას და შეუძლებელია ამ ყოველივეს სინთეზს გარე ძალა საბოლოო გამარჯვების იმედით დაუპირისპირდეს.
9 აპრილის მემორიალთან უსამშობლოთა დგომა მხოლოდ სანახაობაზე გათვლილი დავალებაა.
მათ რეალურად არ სტკივათ ის, რაც 9 აპრილს მოხდა და არ უხარიათ ის, რაც 9 აპრილმა მოიტანა.
ამ ყოველივეს დასტური 2003 წლიდან დღემდე მათ მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებია, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი და ანტიზნეობრივია.
ამ უსამშობლოთა ბოგინს ძალიან მალე მოეღება ბოლო და მორალურად და პოლიტიკურად უხერხული გახდება მათი რაიმე ფორმით სამშობლოსთან ასოცირება.
ეს აუცილებლად იქნება ასე!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.