„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
კორეის პარლამენტში ე.წ. აფხაზეთის კულტურის მინისტრის მიერ გამართულ შეხვედრასა და ე.წ. კულტურის ცენტრის გახსნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მორიგი შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩთან, ჰიონდუ კიმთან. შეხვედრისას განხილულ იქნა კორეის რესპუბლიკის პარლამენტში ე.წ. აფხაზეთის კულტურის მინისტრის მიერ გამართული შეხვედრა და ე.წ. კულტურის ცენტრის გახსნის საკითხი. ელჩმა მწუხარებით აღნიშნა მომხდარის შესახებ და განმარტა, რომ კორეის რესპუბლიკის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი და მყარი, ის არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მიიჩნევს მას საქართველოს განუყოფელ ნაწილად, რაც არაერთხელ დადასტურებულა კორეის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან. ე.წ. კულტურის ცენტრთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა მსგავსი ცენტრის გახსნასთან ან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, მისი ფუნქციონირება შეუძლებელია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.