„სწორი არჩევანი გავაკეთეთ და იმედი მაქვს, ქართველი ხალხიც მსგავს არჩევანს გააკეთებს“ - სანდრო რაქვიაშვილი

რაქვიაშვილი

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა "გირჩის" ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა. მისი თქმით, პარტია ყველა შემთხვევაში მიიღებს იმ მოცემულობას, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი დააფიქსირებს.

"სწორი არჩევანი გავაკეთეთ და იმედი მაქვს, ქართველი ხალხიც მსგავს არჩევანს გააკეთებს. მოლოდინი ზომიერად პოზიტიურია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნებისმიერ შედეგს მივიღებთ, როგორიც არ უნდა გამოიტანოს ქართველმა ხალხმა", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.