სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს პირდაპირ მითითება მისცა, შიმშილობა შეეწყვიტა. მნიშვნელოვანია, რომ პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს განჩინება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მითითება მისცა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. მნიშვნელოვანია, რომ პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან, პენიტენციურ სისტემასთან, შინაარსს მე არ ვიცნობ ზოგადად ამის თქმა შემიძლია.

ჩვენ ვაკვირდებით ერთ რამეს, რომ ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება ამაზე არავინ არ დაობს, არის საუბარი გარკვეულ ანგარიშებზე, დიაგნოზებზე, რომელიც ერთი მხრივ, როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, არის პერსონალური ინფორაცია და როცა სჭირდებათ, ტაქტიკურად პორცია-პორცია ასაჯაროებენ, ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის ინსტრუმენტის ამოგლეჯილად ინფორმაციის გავრცელება, რომ შექმნა ყალბი აღქმები. ვერაფერს გეტყვით, სინამდვილეში რა და როგორ არის, ამაში პენიტენციური სისტემა უფრო გარკვეულია, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რომ იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.