სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა, როდესაც მისი კანონიერი სასჯელისგან დახსნისთვის ამხელა კამპანია მიმდინარეობს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა, როდესაც მისი კანონიერი სასჯელისგან დახსნისთვის ამხელა კამპანია მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, კანონიერ სასჯელს თავი აარიდოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა ნორა კვიციანის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

„ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვხედავთ, მთელ კამპანიას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან სასჯელისგან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა. წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები. პირდაპირი დაცინვაა ამ ოჯახების. როდესაც ამ ტანჯვა-წამება გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, რამხელაა ის კამპანია, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. ჩვენ ყველანაირად გვერდით ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.