„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, - ამბობს შალვა პაპუაშვილი, რითაც ქვეყანაში მიმდიანრე პროცესებს ეხმიანება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციების დაანონსება დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალობას აცდენილია.
"სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და სასამართლოზე ზეწოლისგან.
რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია "ქართული ოცნების" ოფისის წინ, უნდა დაერწმუნებინა ამ აქციას "ნაციონალური მოძრაობაც", რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილები არიან საზოგადოების ინტერესებს, მათი დღისწესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს," - განაცხადა პაპუაშვილმა.