1766688585
სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ვაჰაგნ ხაჩატურიანი აირჩია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 71-მა დეპუტატმა მიიღო და ყველა მათგანმა ხაჩატურიანის სასარგებლოდ მისცა ხმა.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მოულოდნელად გადადგა. თავისი გადაწყვეტილება მან პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებით ახსნა.











