მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რის დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას - იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას „კორძის“ მიერ მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფასა და მისი კონცერტის ევროკავშირის მხარდაჭერაზე, ელჩმა უპასუხოდ დატოვა.
„დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რის დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს. ეს არის ზიზღის და სიძულვილის ენის დაფინანსება, რასაც თავის დროზე ებრძოდა ევროკავშირი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.