პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვჩმა დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.
მისი თქმით, პირობები რომელიც რუსულმა მხარემ გადასცა იყო კაპიტულაციის იძულება.
დიახ უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. პირობების, რომელიც გადმოგვცეს რუსეთის მხარის შუამავლებმა, ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა, ეს იყო კაპიტულაციის იძულება. ჩვენ მათ გადავეცით სიგნალი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება შესაძლოა კიევის პირობებით და არა მოსკოვის პირობებით. მთელი ეს საუბარი მოლაპარაკებებზე მხოლოდ დროებითი თამაში იყო პუტინს არ გაუცია ბრძანება რუსული ძალების შეჩერების შესახებ. ეს იყო ხრიკი და ოპერატიული პაუზა ის, გვამოწმებდა სისუსტეებზე, მზად ვიყავით თუ არა დანებებისთვის, როცა არ გამოვიდა თავხედური პირობები წამოაყენეს, რაზედაც უარი ვთქვით “, - განაცხადა ალექსეი არესტოვჩმა.