თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული
1767004572
ყველა დეტალთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და რაც მთავარია ითქვა, არსებობს კიდევ რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით? - მზად ვართ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ვივარაუდოთ თუ არა რომ ტრიქლორეთილენი გამოყენებული იყო სხვა დღეებში, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უსაუბრია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ერთადერთი, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ბოლო ხავსი, რომელსაც ცდილობს მოებღაუჭოს და ჩაეჭიდოს რადიკალური ოპოზიცია მისი ევროპელი დამკვეთების გეგმის შესასრულებლად“.
„იმისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, პირველი, უნდა მივხვდეთ რაც დაგვანახა ამ საქმემ, არის ის აბსოლუტურად ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ იყო აწყობილი, შეთანხმებული და ორკესტრირებული, სადაც „ბიბისის“ თავისი როლი ჰქონდა, ევროპარლამენტს თავისი როლი ჰქონდა, სხვადასხვა ევროპელ პოლიტიკოსებს თავისი როლი და ქართველ რადიკალებს თავისი როლი. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა „ბიბისის“, ევროპარლამენტის და ქართველი რადიკალების, მათი მედიის ხელით. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ უნდა გამოვიტანოთ.
რაც შეეხება გამოძიებას, სინამდვილეში ხომ უმარტივესი საკითხია. გამოძიება ჩატარდა, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო პროცესი, ყოველი ნაბიჯი გამოძიების იყო, ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებასაც, მედიასაც. ყველა დეტალთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და რაც მთავარია ითქვა, არსებობს კიდევ რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით? - მზად ვართ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ. მოვიდნენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები, თუ რაიმე კითხვა არსებობს, რატომ არ მოდიან და რატომ არ უყურებენ?“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.