თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული

საქართველოს რკინიგზა

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ქუთაისთან ახლოს, ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

როგორც „ბათუმელებს“ რკინიგზის ცხელ ხაზზე უთხრეს, მატარებლის გაჩერება ძაბვის ვარდნის გამო მოხდა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის განაგრძობს გზას მატარებელი.

„ველოდებით ჩვენც განახლებულ ინფორმაციას,” – ამბობენ ცხელ ხაზზე.