„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელ "X-ზე" ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე.
"ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა. მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და, რაც მთავარია, ნამდვილი საკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე", - წერს შალვა პაპუაშვილი.