შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი დღეს ძალიან აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რთულია, უკვე მის ქცევებში იპოვო მარცვალი ევროპული ღირებულებებისა, როდესაც პოლიტიკად გამოცხადებული აქვთ კონფრონტაცია და არა დიალოგი

შალვა პაპუაშვილი

რას ნიშნავს, ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებენ?! ხელისუფლება აქ ადამიანების ცალკე ჯგუფი კი არ არის. ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი. შესაბამისად, Erasmus-ის თუ ამ ინსტიტუციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Erasmus-ის პროგრამაზე საუბრისას.

იგი გამოეხმაურა განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. მისივე თქმით, აღნიშნული მაგალითია ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობის.

„კატასტროფაა, როდესაც ვხედავთ, რომ ბრიუსელის სტრუქტურები ისეთ ღირებულებით ჩიხში არიან, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს. აი, ეს მივიღეთ ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე, როდესაც ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომელსაც ყოველდღიურად ვიცავთ ოკუპაციის პირობებში, ამ დამოკიდებლობას არ აღიარებს ბრიუსელის ესა თუ ის ინსტიტუცია. სწორედ ამას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებენ. რას ნიშნავს, ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებენ?! ხელისუფლება აქ ადამიანების ცალკე ჯგუფი კი არ არის. ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი. შესაბამისად, Erasmus-ის თუ ამ ინსტიტუციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათ ქართველ ხალხად უნდა შექმნან რაღაც „ენჯეო“ სექტორი, რომელსაც ქართველ ხალხს დაარქმევენ. ჩვენ, დანარჩენ ხალხს, სადმე შეგვყრიან, არ ვიცი, სადმე და ეყოლებათ თავისი მცირე ბაბლი „ენჯეოსი“, რომელსაც დაარქმევენ საქართველოს და ითანამშრომლებენ მათთან. რა გითხრათ?! ამაზე დაბალი დონის, ანტიდემოკრატიული ქცევა და სუვერენიტეტის არ აღიარება რთულია, რომ წარმოიდგინო.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი დღეს ძალიან აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რთულია, უკვე მის ამ ქცევებში იპოვო მარცვალი ევროპული ღირებულებებისა, როდესაც პოლიტიკად გამოცხადებული აქვთ კონმფრონტაცია და არა დიალოგი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.