1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სასამართლოში დაიბარეს.
ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც კი წუხელ ვამხილეთ ივანიშვილი დავით გარეჯის გაყიდვასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მუხრანის შატოში საიდუმლო სერობის გამართვაში, სადაც ამ საკითხთან ერთად გადაწყდა ენერგომატარებლებიდან კლანებს შორის მილიარდების ახლებური გადანაწილება.
დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე სადაც უნდა დამაჯარიმონ 50 ათასი ევროთი, რადგან პარტიის საარჩევნო კლიპში ვთქვი მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსი ეს სოფლები ეს ლიქოკი ეს არხოტი ცარიელა ეს პარტახი საიგავო მეშინია ეს სამოთხე ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს და ა.შ.
ახლა ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის რომ სასამართლოს ერთპიროვნულად არ მართავს ივანიშვილი და მისი ჯალათ მურუსიძე არაა გადასული თავდასხმის რეჟიმზე ასეთ მთქმელს ივანიშვილზე მეტი ხნთ უნდა მიესაჯოს ციხე ამათგან თავისუფალ საქართველოში“, - წერს ნათელაშვილი.