სააკაშვილმა „ვარდების რევოლუცია“ არა შევარდნაძეს, არამედ „ლეიბორისტულ პარტიას“ მოუწყო - ნათელაშვილი

ლეიბორისტლი პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე მეტად მას და „ლეიბორისტებს“ დაუშავა.  
 
ნათელაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ ამის მიუხედავად ის მაინც მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას.

„ლევან იოსელიანის და ალეკო ელისაშვილის ბანდას ოპოზიციად რომ მიაჩნიათ თავი... მიცხადებს აქ, რომ ხმა არ მივეცი იმიტომ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ გამოცხადებულიყოო...

ყველაზე მეტი თუ ვინმესთვის რამე დაუშავებია მიხეილ სააკაშვილს, დამიშავა მე და „ლეიბორისტულ პარტიას“. ის ვარდების რევოლუცია შევარდნაძეს კი არ მოუწყო, ჩვენ მოგვიწყო იმისთვის, რომ არ მოსულიყავით ძლიერი შემადგენლობით, რაც სრულებით მოსალოდნელი იყო.

ამის მიუხედავად, მე სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად ვთვლი და ვითხოვ მის გათავისუფლებას. ის მართლა პოლიტიკური ნიშნით არის რეპრესირებული.

ეს იოსელიანი და ელისაშვილები არიან საერთოდ პოლიტიკოსები? მათი ქუჩაში გავლა თავისუფლად შეიძლება?არ უნდა შეაფურთხოს მათ ხალხმა? ეს ხდება მაშინ, როცა პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ჰგავს, ოპოზიცია ოპოზიციას, ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი კაცს არ ჰგავს. შემდეგ დგება ქვეყანა თავდაყირა“, - აცხადებს ნათელაშვილი.