შადრევანში დაიღუპა ბავშვი, იქაც კი გამოძრვნენ პასუხისმგებლობიდან - „აბა ნაცები გინდათ?“ ამის ხარჯზე გამოძრვნენ - ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართულ ოცნებაზე“

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჩვენს სტერეოტიპებზე აპელირებით, ოცნება ახერხებდა ყველა სიტუაციაში გამომძვრალიყო. შადრევანში დაიღუპა ბავშვი, იქაც კი გამოძრვნენ პასუხისმგებლობიდან, რის ხარჯზე გამოძვრნენ - „აბა ნაცები გინდათ?“ ამის ხარჯზე გამოძვრნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, გასულ კვირას, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებამდე, პოლიტიკური პროცესი ჩაკეტილი იყო ძველ თაობებში, თუმცა, ახალი თაობისთვის აღარაფერს ნიშნავს ომის საფრთხე და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების შიში. 

„გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც „აბა ომი გინდათ?“, „აბა ნაცები გინდათ?“ - აღარაფერს ნიშნავს, ცარიელია ეს ფრაზები მათთვის და ძალა დაკარგა მათმა [ქართული ოცნების] პროპაგანდამ.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე თვლის, რომ საქართველოში მორალური სიცხადის დრო დადგა.