ბრიტანეთში, პოლიციამ პრემიერის ოჯახს ძაღლის საბელის გარეშე გასეირნებისთვის გაფრთხილება მისცა

ფრ

ბრიტანეთში, პოლიციამ პრემიერის ოჯახს ძაღლის საბელის გარეშე გასეირნებისთვის გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ოჯახთან ერთად 2 წლის ლაბრადორ რეტრივერს ლონდონის ცენტრალურ პარკში საბელის გარეშე ასეირნებდა, რაც აკრძალულია. 

სუნაკს ვიდეო მოქალაქემ გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოს გამოეხმაურა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიცია, რომლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პარკში მყოფმა ოფიცერმა კანონდარღვევაზე ოჯახს გაფრთხილება მისცა.