პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების პერიოდია და ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რათა შესაძლებელი გახდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევა.
„NATO საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსია და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს - თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებების და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ, ეს კარგად იცის.
ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელების პერიოდი და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც საჭიროა საქართველოს სამხედრო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. NATO-ში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში კი აშშ საქართველოს გვერდით დგას. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის და დასაკარგი დრო არ არის“,– აცხადებს კელი დეგნანი.