რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი ოდენობის ავიაბომბი გამოიყენა - ვლადიმერ ზელენსკი

zelenski

„რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი რაოდენობის ავიაბომბი გამოიყენა. მათ გაანადგურეს ათობით ჩვენი ქალაქი, ზოგიერთი მათგანი მიწასთან არის გასწორებული", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის მიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოკუპანტის თავდასხმის შედეგად 1000 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა შორის 121 ბავშვია, 9 მილიონი უკრაინელი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ზელენსკის თქმით, ამ ფონზე საერთაშორისო ინსტრუმენტებმა არ იმუშავა.

„გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? მათ რეფორმირება, გულწრფელობის ინექცია ესაჭიროებათ, რათა გახდნენ ქმედუნარიანები, რათა რეალურად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და რეალური გავლენა ჰქონდეთ და მხოლოდ არ განიხილავდნენ.

ახლა წყდება მთავარი - დარწმუნდება თუ არა ყველა აგრესორი, ცხადი ან პოტენციური, რომ მათ მიერ წამოწყებულ ომს მოჰყვება ისეთი ძლიერი სასჯელი, რომ არც კი უღირთ ამის წამოწყება, რომ მათ არ უღირთ მშვიდობის დარღვევა“,- განაცხადა ზელენსკიმ.